REMAX Georgia • რემაქს საქართველო
ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი აგენტებისა და მიღწევების 40-წლიანი გამოცდილება. დენვერში (აშშ) 1973 წელს გახსნილი ერთადერთი ოფისიდან RE/MAX გადაიზარდა უძრავი ქონების გლობალურ ქსელში, რომელიც 140,000-ზე მეტ აგენტს აერთიანებს.
ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი აგენტებისა და მიღწევების მრავალწლიანი გამოცდილება
დენვერში (აშშ) 1973 წელს გახსნილი ერთადერთი ოფისიდან RE/MAX გადაიზარდა უძრავი ქონების გლობალურ ქსელში, რომელიც მოიცავს როგორც პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფ, აგრეთვე ფრენჩაიზინგის პრინციპით მოქმედ ოფისებს და საერთო რაოდენობით 140,000-ზე მეტ აგენტს აერთიანებს 110-ზე მეტ ქვეყანაში.
ეს აგენტები უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ ყველაზე პროდუქტიულ ძალას წარმოადგენენ მსოფლიოში. მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ითქვას, რომ RE/MAX-ზე მეტ უძრავ ქონებას მსოფლიოში არავინ ყიდის.
RE/MAX, LLC კერძო კომპანიაა, ახლაც დენვერშია დაფუძნებული და მისი დამაარსებლები დეივ და გეილ ლინიჯერები უძღვებიან. სისტემა დაფუძნებულია პროდუქტიული აგენტების მოზიდვაზე, მათ მხარდაჭერაზე, ბრენდის არაჩვეულებრივ პოპულარულობაზე, მაღალკვალიფიციურობასა და სხვა მრავალ კონკურენტუნარიან ფაქტორზე.
RE/MAX საქართველოში 2014 წლის დასაწყისიდან მოქმედებს.
Above the Crowd!® — ყველაზე მაღლა
მსოფლიოში ყველაზე ცნობადი საჰაერო ბურთი
რემაქსის ისტორია
RE/MAX-ის ისტორია ნიჭიერებისა და თავდაუზოგავი შრომის შერწყმით იქმნებოდა
ყველაფერი 1973 წელს დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების აგენტებმა დეივ და გეილ ლინიჯერებმა აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქ. დენვერში კომპანია RE/MAX დააარსეს. მოგვიანებით, 1995 წელს უოლტერ ჯ. შნეიდერმა და ფრენკ ჯ. პოლზლერმა საჰაერო ბურთი ოკეანის აქეთ გადმოაფრინეს და RE/MAX-მა ევროპაში შემოაბიჯა. დღეისათვის RE/MAX-ის გლობალური ორგანიზაცია 140,000-ზე მეტ აგენტს ითვლის. სწორედ ამგვარმა „მოგზაურობამ“ და მრავალეროვნებამ განაპირობა RE/MAX-ის ჩამოყალიბება „უძრავი ქონების ლიდერ“ კომპანიად.
დაარსდა RE/MAX დენვერში
აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქ. დენვერში მცხოვრებმა უძრავი ქონების აგენტებმა გეილ და დეივ ლინიჯერებმა უძრავი ქონებით ვაჭრობის ახალი კონცეფციის განვითარება გადაწყვიტეს. შექმნილ კომპანიას მათ RE/MAX უწოდეს, რაც იშიფრება, როგორც "Real Estate Maximums" („უძრავი ქონების მაქსიმუმი“), ანუ სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა უძრავი ქონების ნიჭიერ გამყიდველებს ბიზნეს-პოტენციალის გაძლიერებაში.
ახალი ლოგოტიპი — საჰაერო ბურთი
დაარსებიდან მე-5 წელს RE/MAX-მა მიიღო ახალი ლოგოტიპი, საჰაერო ბურთი. ამ დროისათვის კომპანია აშშ-სა და კანადაში უკვე 122 ოფისსა და 1,180 აგენტს აერთიანებს.
1,000 ოფისი & 10,000 აგენტი
რემაქს-ის ოფისების რიცხვმა 1,000-ს მიაღწია, აგენტების რაოდენობამ კი 10,000-ს გადააჭარბა.
გლობალური ექსპანსია ევროპასა და აფრიკაში
RE/MAX საერთაშორისო მასშტაბით იზრდება, შედის ევროპასა და სამხრეთ აფრიკაში. აგენტების რიცხვი 40,000-ს აღწევს.
100,000 აგენტი & წიგნი „იმარჯვებს ყველა“
რე/მაქს-ის აგენტების რიცხვი 100,000-ს აჭარბებს. გამოიცა ბესტსელერი წიგნი „იმარჯვებს ყველა: RE/MAX-ის ისტორია და გაკვეთილები“.
RE/MAX 75-ზე მეტ ქვეყანაში
RE/MAX უკვე 75-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, რითაც აძლიერებს საერთაშორისო რეფერალურ სისტემას.
7,000 დამოუკიდებელი ოფისი & 90,000 აგენტი
რემაქსს გააჩნია დამოუკიდებლად მოქმედი 7,000-ზე მეტი ოფისი, 90,000-ზე მეტი აგენტი 85 ქვეყანაში.
საჰაერო ბურთი 85+ ქვეყანაში
RE/MAX-ის ცნობილი ლურჯ-თეთრ-წითელი საჰაერო ბურთი უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაშია. კომპანიას უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე განვრცობილი ქსელი აქვს.
RE/MAX ოფიციალურად შემოდის საქართველოში
RE/MAX საქართველოში 2014 წლის დასაწყისიდან მოქმედებს და ამკვიდრებს საერთაშორისო საბროკერო სტანდარტებსა და უმაღლეს ეთიკას.
140,000+ აგენტი & 110+ ქვეყანა
მსოფლიოს #1 უძრავი ქონების ბრენდი 9,000-ზე მეტი ოფისით. საქართველოში RE/MAX Realty Park წარმოადგენს ყველაზე საიმედო პარტნიორს უძრავი ქონების გარიგებებში.
ბრენდი — რემაქსი | RE/MAX
ფუნდამენტური პრინციპები და კორპორატიული ღირებულებები, რომლებიც RE/MAX-ს უპირობო გლობალურ ლიდერად აქცევს
RE/MAX-თან ერთად სწორ გზას ირჩევთ (With RE/MAX you choose the right way)
ყველა მომხმარებელს აერთიანებს საერთო სურვილი – ჰქონდეთ ადგილი, სადაც თავს შინ იგრძნობენ. უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვის პროცედურების გასავლელად ადამიანებს პროფესიონალთა რჩევა ესაჭიროებათ. მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში ნებისმიერ დროს პროფესიონალი აგენტების მიერ უძრავი ქონების შეძენა-გასხვისების ათასობით გარიგება ხორციელდება. ზემოთქმულის მიუხედავად, ბევრია შემთხვევა, როდესაც გარიგებები აგენტის ჩარევის გარეშე წარმოებს. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც მომხმარებლებს აგენტის მომსახურების ღირებულება გაწეულ მომსახურებასთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ. RE/MAX-ის შემთხვევაში ამგვარ შეუსაბამობას ადგილი არ აქვს. ადამიანის ცხოვრება მუდმივად ცვალებადია, სავსეა სხვადასხვა მოვლენით, ამიტომ ჩვენი აგენტები მუდმივ კავშირში რჩებიან კლიენტებთან, რათა ამ უკანასკნელების განახლებულ, სპეციფიურ მოთხოვნებს უპასუხონ. ჩვენი აგენტებისათვის კლიენტთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. RE/MAX-ის აგენტებს ყოველთვის შეუძლიათ მომხმარებელთათვის გარიგების საუცხოო ვარიანტების გამოძებნა, რაშიც მათ საკუთარი ბაზრის კარგი ცოდნა უწყობს ხელს.
ბრენდი, როგორც ძლიერი კაპიტალი (Premier Brand Equities)
RE/MAX ბრენდინგის სხვადასხვა სტრატეგიას ახორციელებს – გარე მარკეტინგი ხელს უწყობს ბრენდის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, ხოლო შიდა – ყურადღებას ამახვილებს ფრენჩაიზინგის მქონე თითოეული ბროკერისა და აგენტის მაქსიმალურ მხარდაჭერაზე. ისარგებლეთ უძრავი ქონების მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი მონაწილის მომსახურებით.
კორპორატიული სიმბოლო (The Corporate Visual)
„საჰაერო ბურთი“ – ამგვარად პასუხობს ბროკერებისა და აგენტების დიდი უმრავლესობა კითხვას, თუ რასთან ასოცირდება მათი პირველი კონტაქტი კომპანია RE/MAX-თან. „რა თქმა უნდა, ცნობადი სიმბოლო სხვაც ბევრია, მაგრამ საჰაერო ბურთი ყველგანაა. მომხმარებლებმა იციან, ვინ ხართ და მათთვის ამის ახსნა აღარ გჭირდებათ.“ საჰაერო ბურთი მშვენივრად შეესაბამება RE/MAX-ის წარმოდგენებს განახლებასა და ლიდერობაზე, გამოხატავს თქვენს თავისუფლებას პირად საქმესა და ბიზნესში, მაშინაც კი, როდესაც საქმიანობას გლობალური ბრენდის ეგიდით წარმართავთ.
მსოფლიოში არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX (Nobody Sells More Real Estate than RE/MAX)
ჩვენ ამას სიამაყით ვამტკიცებთ. მეტიც – ხსენებული სლოგანი მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი ბროკერებისა და აგენტების სარეკლამო არსენალიდან. RE/MAX-ს დარეგისტრირებული აქვს მრავალი სლოგანი, რაც ემსახურება კორპორატიული იდენტურობის გაძლიერებას კლიენტებისა და პარტნიორების თვალში.
მხარდაჭერა პერსონალურ წინსვლაში (Personal Promotion)
პერსონალური წინსვლის ხელშეწყობა ერთ-ერთი იმ თავისუფლებათაგანია, რომელსაც RE/MAX-თან ურთიერთობისას იგრძნობთ. მომხმარებლისათვის საკუთარი თავის მიწოდება ყველანაირად წახალისდება და კომპანია არანაირად არ ზღუდავს პიროვნების მარკეტინგული ხერხების არჩევანს. სამეწარმეო სულისკვეთებით გამსჭვალული და RE/MAX-ის კორპორატიული იდენტურობის სახელმძღვანელო პრინციპებით მოქმედი ბროკერები და აგენტები თავისუფლად აწარმოებენ საკუთარ სარეკლამო კამპანიებს.
მომხმარებლის იდენტიფიკაცია (Customer Identification)
ვინ უნდა იცნობდეს საკუთარი რეგიონის კლიენტურის მოთხოვნებს უკეთ, ვიდრე ამავე რეგიონში მოქმედი ბროკერი და აგენტი? RE/MAX საშუალებას გაძლევთ, თვითონ აირჩიოთ სარეკლამო კამპანიის ნაირსახეობა და მედიასაშუალებები. თქვენი გამარჯვება – ჩვენი გამარჯვებაა, რადგან მომხმარებლის მიერ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის დანახვა RE/MAX-ის კარგი მუშაობის დანახვას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნდობის ფაქტორის ზრდას გარიგებების განხორციელებისას.
მსოფლიო & საქართველო ციფრებში
„მსოფლიოში არავინ ყიდის იმაზე მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX-ი!“
50-წლიანი გლობალური ლიდერობა და 110-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბი RE/MAX Realty Park-ის გუნდს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შემოგთავაზოთ პრემიუმ უძრავი ქონების უდიდესი ბაზა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურება თბილისსა და მთელ საქართველოში.
დაგვიკავშირდით RE/MAX Realty Park-ში
გაქვთ შეკითხვები უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე, ინვესტიციებზე ან ფრენჩაიზინგზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი წამყვანი ექსპერტი დაგიკავშირდებათ.
სათაო ოფისი
RE/MAX Realty Park • თბილისი
მობრძანდით ჩვენს ოფისში ან დაგვიკავშირდით პირდაპირ სატელეფონო და WhatsApp არხებით:
გამოგვიგზავნეთ შეტყობინება
შეავსეთ ფორმა და ჩვენი ექსპერტი დაგიკავშირდებათ უმოკლეს ვადაში