იყიდება მოქმედი, მზარდი ბიზნესი + უძრავი ქონება არაგვის პირას!
ლოკაცია: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წითელსოფელი (ბულაჩაურის მიმდებარედ)
ბიზნესის მაჩვენებლები:
ობიექტი სტაბილურად და წარმატებულად ფუნქციონირებს 2016 წლიდან.
ჩამოყალიბებული აქვს 10-წლიანი მუდმივი, ერთგული კლიენტურა და ჰყავს სრულად დაკომპლექტებული, გამოცდილი გუნდი.
საუკეთესო ლოკაცია ტურისტულად აქტიურ ზონაში, თბილისთან ახლოს.
სტაბილურად მაღალი დატვირთვა: საშუალოდ 550-ზე მეტი მაგიდა თვეში (აქტიური სეზონი: მაისი-სექტემბერი).
ინფრასტრუქტურა და ფართი:
მიწის ნაკვეთი: 1,714 მ² (სტატუსი: არასასოფლო-სამეურნეო, სრულად მოწესრიგებული კერძო საკუთრება იდეალურია უცხოელი ინვესტორებისთვისაც).
მთავარი შენობა: კაპიტალური, ორსართულიანი ნაგებობა 260 მ² (იურიდიულად სუფთა და ექსპლუატაციაში მიღებული).
საზაფხულო სივრცეები: 6 იზოლირებული კეთილმოწყობილი კუპე (5 კუპე × 10 პერსონაზე, 1 კუპე × 18 პერსონაზე).
ღია ლოკაცია: 40 მაგიდა გამწვანებულ, მრავალწლიანი ხეებით დაჩრდილულ ეზოში.
უზრუნველყოფილია საკუთარი პარკინგით, მოქმედი სამწვადე სივრცით, სამაცივრე მეურნეობითა და რესტორნისთვის საჭირო სრული პროფესიონალური აღჭურვილობით.
ბიზნესი იყიდება ერთიანად სრული ინვენტარით, ბრენდით, გამართული მუშა მოდელით და მზა შემოსავლით პირველივე დღიდან. იდეალური აქტივი სტაბილური ფულადი ნაკადის მისაღებად.