უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანია "RE/MAX REALTY PARK"

REMAX Georgia • რემაქს საქართველო

ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, ცოდნა, კონტაქტები და მზად ვართ დაგეხმაროთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.

რემაქს საქართველო | remax georgia | remaxi | რემაქსი | რე/მაქსი | RE/MAX | უძრავი ქონების სააგენტო | real estate company in georgia | real estate company in tbilisi

რე/მაქს საქართველოს შესახებ

ჩვენ გაგვაჩნია შესანიშნავი აგენტებისა და მიღწევების 40-წლიანი გამოცდილება.

დენვერში (აშშ) 1973 წელს გახსნილი ერთადერთი ოფისიდან RE/MAX გადაიზარდა უძრავი ქონების გლობალურ ქსელში, რომელიც მოიცავს როგორც პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფ, აგრეთვე ფრენჩაიზინგის პრიციპით მოქმედ ოფისებს და საერთო რაოდენობით თითქმის 90,000 აგენტს აერთიანებს.

ეს აგენტები უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ ყველაზე პროდუქტიულ ძალას წარმოადგენენ მსოფლიოში. მთი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ითქვას, რომ RE/MAX-ზე მეტ უძრავ ქონებას მსოფლიოში არავინ ყიდის.

RE/MAX, LLC კერძო კომპანიაა, ახლაც დენვერშია დაფუძნებული და მისი დამაარსებლები დეივ და გეილ ლინიჯერები უძღვებიან. სისტემა დაფუძნებულია პროდუქტიული აგენტების მოზიდვაზე, მათ მხარდაჭერაზე, ბრენდის არაჩვეულებრივ პოპულარულობაზე, მაღალკვალიფიციურობასა და სხვა მრავალ კონკურენტუნარიან ფაქტორზე.

RE/MAX საქართველოში 2014 წლის დასაწყისიდან მოქმედებს.

REMAX Realty Park | რემაქს რეალთი პარკი

რემაქსის ისტორია

RE/MAX-ის ისტორია ნიჭერებისა და თავდაუზოგავი შრომის შერწყმით იქმნებოდა.

ყველაფერი 1973 წელს დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების აგენტებმა დეივ და გეილ ლინიჯერებმა აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქ. დენვერში კომპანია RE/MAX დააარსეს. მოგვიანებით, 1995 წელს უოლტერ ჯ. შნეიდერმა და ფრენკ ჯ. პოლზლერმა საჰაერო ბურთი ოკეანის აქეთ გადმოაფრინეს და RE/MAX-მა ევროპაში შემოაბიჯა. დღეისათვის RE/MAX-ის გლობალური ორგანიზაცია 90,000-ზე მეტ აგენტს ითვლის. სწორედ ამგვარი ამგვარმა „მოგზაურობამ“ და მრავალეროვნებამ განაპირობა RE/MAX ის ჩამოყალიბება „უძრავი ქონების ლიდერ“ კომპანიად.

1973 – დაარსდა RE/MAX. აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქ. დენვერში მცხოვრებმა უძრავი ქონების აგენტებმა გეილ და დეივ ლინიჯერებმა უძრავი ქონებით ვაჭრობის ახალი კონცეფციის განვითარება გადაწყვიტეს. შექმნილ კომპანიას მათ RE/MAX უწოდეს, რაც იშიფრება, როგორც “Real Estate Maximums” („უძრავი ქონების მაქსიმუმი“), ანუ სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა უძრავი ქონების ნიჭიერ გამყიდველებს ბიზნეს-პოტენციალის გაძლიერებაში.

1978 – დაარსებიდან მე-5 წელს RE/MAX-მა მიიღო ახალი ლოგოტიპი, საჰაერო ბურთი. ამ დროისათვის კომპანია აშშ-სა და კანადაში უკვე 122 ოფისსა და 1,180 აგენტს აერთიანებს.

1986 – რემაქს-ის ოფისების რიცხვმა 1,000-ს მიაღწია, აგენტების რაოდენობამ კი 10,000-ს.

1995 – RE/MAX საერთაშორისო მასშტაბით იზრდება, შედის ევროპასა და სამხრეთ აფრიკაში. აგენტების რიცხვი 40,000-ს აღწევს.

2004 – რე/მაქს-ის აგენტების რიცხვი 100,000-ს აჭარბებს. გამოიცა წიგნი „იმარჯვებს ყველა: RE/MAX-ის ისტორია და გაკვეთილები“.

2008 – RE/MAX უკვე 75-ზე მეტ ქვეყანაშია.

2009 – რემაქსს გააჩნია დამოუკიდებლად მოქმედი 7,000-ზე მეტი ოფისი, 90,000-ზე მეტი აგენტი 85 ქვეყანაში.

2012 – RE/MAX-ის ცნობილი ლურჯ-თეთრ-წითელი საჰაერო ბურთი უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაშია. კომპანიას უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე განვრცობილი ქსელი აქვს.

აგენტი მსოფლიოს გარშემო
0 +
ქვეყანა & ტერიტორია
0 +
წელი ბაზარზე
0 +
გასაყიდი ქონება საქართველოში
0 +
გაყიდული ქონება
0 +

სტატისტიკა

რე/მაქს მსოფლიო & საქართველო ციფრებში

მსოფლიოში არსებული მრავალი სააგენტოებიდან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მსოფლიოში არავინ ყიდის იმაზე მეტ უძრავ ქონებას ვიდრე RE/MAX-ი!

RE/MAX-თან ერთად სწორ გზას ირჩევთ (With RE/MAX you choose the right way)

ყველა მომხმარებელს აერთიანებს საერთო სურვილი – ჰქონდეთ ადგილი, სადაც თავს შინ იგრძნობენ. უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვის პროცედურების გასავლელად ადამიანებს პროფესიონალთა რჩევა ესაჭიროებათ. მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში ნებისმიერ დროს პროფესიონალი აგენტების მიერ უძრავი ქონების შეძენა-გასხვისების ათასობით გარიგება ხორციელდება.

ზემოთქმულის მიუხედავად, ბევრია შემთხვევა, როდესაც გარიგებები აგენტის ჩარევის გარეშე წარმოებს. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც მომხმარებლებს აგენტის მომსახურების ღირებულება გაწეულ მომსახურებასთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ. RE/MAX-ის შემთხვევაში ამგვარ შეუსაბამობას ადგილი არ აქვს.

ადამიანის ცხოვრება მუდმივად ცვალებადია, სავსეა სხვადასხვა მოვლენით, ამიტომ ჩვენი აგენტები მუდმივ კავშირში რჩებიან კლიენტებთან, რათა ამ უკანასკნელების განახლებულ, სპეციფიურ მოთხოვნებს უპასუხონ. ჩვენი აგენტებისათვის კლიენტთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. RE/MAX-ის აგენტებს ყოველთვის შეუძლიათ მომხმარებელთათვის გარიგების საუცხოო ვარიანტების გამოძებნა, რაშიც მათ საკუთარი ბაზრის კარგი ცოდნა უწყობს ხელს.

ბრენდი, როგორც ძლიერი კაპიტალი (Premier Brand Equities)
RE/MAX ბრენდინგის სხვადასხვა სტრატეგიას ახორციელებს – გარე მარკეტინგი ხელს უწყობს ბრენდის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, ხოლო შიდა – ყურადღებას ამახვილებს ფრენჩაიზინგის მქონე თითოეული ბროკერისა და აგენტის მაქსიმალურ მხარდაჭერაზე. ისარგებლეთ უძრავი ქონების მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი მონაწილის მომსახურებით.

კორპორატიული სიმბოლო (The Corporate Visual)
„საჰაერო ბურთი“ – ამგვარად პასუხობს ბროკერებისა და აგენტების დიდი უმრავლესობა კითხვას, თუ რასთან ასოცირება მათი პირველი კონტაქტი კომპანია RE/MAX-თან. „რა თქმა უნდა, ცნობადი სიმბოლო სხვაც ბევრია, მაგრამ საჰაერო ბურთი ყველგანაა. მომხმარებლებმა იციან, ვინ ხართ და მათთვის ამის ახსნა აღარ გჭირდებათ.“ საჰაერო ბურთი მშვენივრად შეესაბამება RE/MAX-ის წარმოდგენებს განახლებასა და ლიდერობაზე, გამოხატავს თქვენს თავისუფლებას პირად საქმესა და ბიზნესში, მაშინაც კი, როდესაც საქმიანობას გლობალური ბრენდის ეგიდით წარმართავთ.

მსოფლიოში არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX (Nobody Sells More Real Estate than RE/MAX)
ჩვენ ამას სიამაყით ვამტკიცებთ. მეტიც – ხსენებული სლოგანი მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი ბროკერებისა და აგენტების სარეკლამო არსენალიდან. RE/MAX-ს დარეგისტრირებული აქვს მრავალი სლოგანი, რაც ემსახურება კორპორატიული იდენტურობის გაძლიერებას კლიენტებისა და პარტნიორების თვალში.

მხარდაჭერა პერსონალურ წინსვლაში (Personal Promotion)
პერსონალური წინსვლის ხელშეწყობა ერთ-ერთი იმ თავისუფლებათაგანია, რომელსაც RE/MAX-თან ურთიერთობისას იგრძნობთ. მომხმარებლისათვის საკუთარი თავის მიწოდება ყველანაირად წახალისდება და კომპანია არანაირად არ ზღუდავს პიროვნების მარკეტინგული ხერხების არჩევანს. სამეწარმეო სულისკვეთებით გამსჭვალული და RE/MAX-ის კორპორატიული იდენტურობის სახელმძღვანელო პრინციპებით მოქმედი ბროკერები და აგენტები თავისუფლად აწარმოებენ საკუთარ სარეკლამო კამპანიებს.

მომხმარებლის იდენტიფიკაცია (Customer Identification)
ვინ უნდა იცნობდეს საკუთარი რეგიონის კლიენტურის მოთხოვნებს უკეთ, ვიდრე ამავე რეგიონში მოქმედი ბროკერი და აგენტი? RE/MAX საშუალებას გაძლევთ, თვითონ აირჩიოთ სარკლამო კამპანიის ნაირსახეობა და მედიასაშუალებები. თქვენი გამარჯვება – ჩვენი გამარჯვებაა, რადგან მომხმარებლის მიერ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის დანახვა RE/MAX-ის კარგი მუშაობის დანახვას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნდობის ფაქტორის ზრდას გარიგებების განხორციელებისას.

რემაქს საქართველო | remax georgia | remaxi | რემაქსი | რე/მაქსი | RE/MAX | უძრავი ქონების სააგენტო | real estate company in georgia | real estate company in tbilisi