Skip to content
4.9 RE/MAX University®
შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს

შემოგვიერთდი და გახდი უძრავი ქონების აგენტი

გსურთ დაიმკვიდროთ ადგილი უძრავი ქონების სფეროში ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სახელით? ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ პირებს, ვისთვისაც პროფესიონალიზმი და შედეგზე ორიენტირება პრიორიტეტია.

CAREER ADVANTAGES

მიზეზები თუ რატომ უნდა გახდე RE/MAX-ის აგენტი

RE/MAX უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი ყველაზე პროდუქტიული ჯგუფია.

მსოფლიოში არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX. ბიზნესის წარმართვა ბევრად ადვილია, როცა ზურგს გიმაგრებთ შესანიშნავი ტრეინინგი, მუშაობის ეფექტური მექანიზმები და უძრავი ქონების სამყაროში ყველაზე მძლავრი ბრენდი. რატომ უნდა ეძიოთ სხვა კარიერა, როცა საუკეთესოს არჩევა შეგიძლიათ?

იხილეთ RE/MAX-ის უპირატესობები:

01

აგენტებზე ორიენტირებული მიდგომა

თქვენ ხართ თქვენი ბიზნესის მმართველი სრული დამოუკიდებლობითა და კომპანიის მხარდაჭერით.

RE/MAX სტანდარტი
02

მაღალი საკომისიო – გამოიმუშავეთ მეტი

ინდუსტრიის უმაღლესი საკომისიო გადანაწილების სისტემა თქვენი შრომის მაქსიმალური ანაზღაურებისთვის.

RE/MAX სტანდარტი
03

ყველაზე ცნობადი ბრენდი უძრავ ქონებაში

მსოფლიოში #1 ბრენდის სახელი, რომელიც მყისიერ ნდობას ბადებს კლიენტებსა და ინვესტორებში.

RE/MAX სტანდარტი
04

ინტენსიური სწავლება და ტექნოლოგიები

RE/MAX University®-ის 1,100+ ონლაინ გაკვეთილი და უახლესი ციფრული ინსტრუმენტები.

RE/MAX სტანდარტი
05

პროდუქტიული ძალისხმევის წამახალისებელი გარემო

მოტივირებული, წარმატებული და მეგობრული გუნდი, რომელიც მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული.

RE/MAX სტანდარტი
06

მხარდაჭერის ძლიერი სისტემა

იურიდიული, მარკეტინგული და საოპერაციო გუნდის უწყვეტი ყოველდღიური დახმარება.

RE/MAX სტანდარტი
07

კონტაქტების მოძიება დანახარჯების გარეშე

პირდაპირი წვდომა ლოკალურ და საერთაშორისო რეფერალურ კლიენტთა უწყვეტ ნაკადზე.

RE/MAX სტანდარტი
08

უმაღლესი ხარისხის მომსახურება

საერთაშორისო ეთიკის კოდექსი და პროფესიონალური მომსახურების უმაღლესი სტანდარტი.

RE/MAX სტანდარტი
09

თქვენი ბიზნესის პირადი კონტროლი

სრული თავისუფლება სამუშაო გრაფიკის, მიზნებისა და სტრატეგიის დამოუკიდებლად დაგეგმვაში.

RE/MAX სტანდარტი

ეს მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელია, რაც RE/MAX-ის აგენტებს სხვებისაგან განასხვავებს.

GLOBAL PROFESSIONAL ECOSYSTEM

როგორ ვავითარებთ თქვენს კარიერას

ინსტრუმენტები, საერთაშორისო განათლება და ტექნოლოგიური ბაზა, რომელიც თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს

01 პარტნიორობა & თავისუფლება

გავაერთიანოთ ძალისხმევა

RE/MAX გთავაზობთ ტრეინინგს, საჭირო უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას, რათა გაყიდვების გაზრდა შეძლოთ. კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ მყოფიც კი, საკუთარ საქმიანობაში თავს დამოუკიდებლად იგრძნობთ. RE/MAX-ის მოდელის მოქნილობა საუკეთესო ფაქტორია, რომელიც თქვენი პოტენციალის საუკეთესო გამოვლენაში დაგეხმარებათ.

02 RE/MAX University®

ისწავლეთ მეტი და მეტის გამომუშავებას შეძლებთ

RE/MAX-ის უნივერსიტეტის საშუალებით თქვენი კვალიფიკაციის გაზრდაზე ზრუნავენ დარგის საუკეთესო ექსპერტები, რომლებიც უძრავი ქონების ბიზნესის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავენ. 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია 1,100-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი, რომლის ნახვაც მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის საშუალებით ნებისმიერ სასურველ დროს შეგიძლიათ. RE/MAX-ის უნივერსიტეტის სწავლების შედეგები დადებითად აისახება თქვენს მოტივაციაზე, განათლებასა და ინფორმირებულობაზე.

03 საერთაშორისო კონვენციები

აიმაღლეთ კვალიფიკაცია და დაამყარეთ გლობალური ურთიერთობები

მსოფლიოს კარი იღება თქვენთვის, როცა ესწრებით RE/MAX-ის შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ქვეყნებში. ამგვარი თავყრილობები სწავლის, აზრთა გაზიარების, გასაყიდი ქონების რეკლამირების, თქვენი ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობის მეტ შესაძლებლობას გაძლევთ.

04 მილიონობით ვიზიტორი

გააფართოვეთ კლიენტების ბაზა

თქვენი ადგილსამყოფელის მიუხედავად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მომხმარებელი გიპოვნით remax.com-ის, remax-georgia.ge-სა და global.remax.com-ის საშუალებით. ეს უძრავი ქონების მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ვებ-გვერდებია, რომლებსაც ყოველთვიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

05 ტექნოლოგიური ეკოსისტემა

თქვენს სამსახურშია ტექნიკური მხარდაჭერა

კომპანია RE/MAX ერთ-ერთი ფლაგმანია უახლესი ტექნოლოგიებისა და სისტემური უზრუნველყოფის შემუშავების კუთხით. ეს ყველაფერი თქვენი ბიზნესის გაძლიერებასა და შემოსავლის ზრდას ემსახურება.

06 140,000+ აგენტის ქსელი

გაზარდეთ ბიზნესი გლობალური მასშტაბით

RE/MAX-ის სახით თქვენ უერთდებით უზარმაზარ სავაჭრო მექანიზმს, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანასა და 140,000-ზე მეტ აგენტს აერთიანებს. თქვენ გელით საერთაშორისო აგენტებს შორის არსებული კავშირების ყველაზე ეფექტური ქსელი, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ბრენდებიდან ერთ-ერთი უძლიერესი – კომპანია RE/MAX ამუშავებს.

შემოუერთდი ჩვენ გუნდს

შემოუერთდი ჩვენ გუნდს • CV - ის გაგზავნა

დროა, შემოგვიერთდეთ და გახდეთ უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელის შემადგენელი ნაწილი. ისარგებლეთ ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. აირჩიეთ კარიერული წინსვლის საუკეთესო შანსი! მიაღწიეთ თქვენს პროფესიულ და პირად მიზნებს RE/MAX-თან ერთად.

კარიერული მხარდაჭერა

RE/MAX Realty Park • სათაო ოფისი

ჩვენი მენეჯმენტი მზადაა გაგიზიაროთ წარმატების ფორმულა და გაგაცნოთ RE/MAX-ის შესაძლებლობები. დაგვიკავშირდით პირდაპირ ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო განაცხადი.

კონფიდენციალური გასაუბრება
პასუხი 24 საათის განმავლობაში
RE/MAX University®-ის წვდომა პირველივე დღიდან

სააპლიკაციო ფორმის შევსება

მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და გამოცდილება