იყიდება ბინა რუსთაველის გამზირზე

878 850
$
9 450 / მ²

იყიდება ბინა რუსთაველის გამზირზე

ოთახები

2

სულ კვ.მ

93

საძინებლები

1

სააბაზანოები

1

სართული

5

დეტალური ინფორმაცია

იყიდება ბინა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ და ისტორიულ ლოკაციაზე რუსთაველის გამზირისა და მეტროფანე ლაღიძის ქუჩის კვეთაზე, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის ზემოთ, კულტურულად ღირებულ, ძველ თბილისში მდებარე ისტორიულ შენობაში. ბინა ახალი გარემონტებულია, თუმცა სრულად შენარჩუნებული აქვს ძველთბილისური იერსახე რესტავრირებულია ხის პარკეტი, დაცულია ავთენტური ხის კარებები და ფანჯრები, რომლებიც აღჭურვილია ორმაგი მინით.

93 კვ.მ. ფართობის ბინა გამოირჩევა სივრცით, სიმყუდროვითა და დახვეწილი სტილით. მოიცავს დიდ მისაღებ ოთახს, ერთ საძინებელს, ცალკე სამზარეულოს და ორ სველ წერტილს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მეორე საძინებლის დამატებაც. მაღალი ჭერი და ისტორიული არქიტექტურული დეტალები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც თანაბრად შესაფერისია როგორც საცხოვრებლად, ისე საოფისე სივრცის მოსაწყობად.

მისამართის სტრატეგიული მდებარეობა რუსთაველის გამზირის შუაგულში იძლევა შესაძლებლობას, ბინა გამოყენებულ იქნას როგორც საცხოვრებლად, ასევე წარმომადგენლობითი ოფისისთვის ან საკონსულტაციო სივრცისთვის.

ბინა მდებარეობს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და საყოველთაოდ ცნობილი ადგილას რუსთაველის გამზირზე. ეს ტერიტორია გამოირჩევა მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით, რომლის ცენტრშია თეატრები, მუზეუმები, მთავრობის შენობები და ყველაზე პოპულარული პარკები.

სამეზობლოში არის როგორც საქმიანი, ასევე დასასვენებელი ზონები, სადაც მარტივად შესაძლებელია სეირნობა და კულტურულ აქტივობებში ჩართვა. რუსთაველის გამზირი თბილისიის მთავარი არტერიაა, რომელიც უერთებს ქალაქის სხვადასხვა უბნებს და ცნობილია თავისი არქიტექტურით, კაფეებითა და მაღაზიებით. ახლოს მდებარეობს მეტრო, ავტობუსის გაჩერებები და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკადები, რაც უზრუნველყოფს მარტივ და სწრაფ გადაადგილებას ქალაქში.

ეს ადგილმდებარეობა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესისთვის, ვინაიდან აერთიანებს ქალაქის გულის ენერგიას და სიმყუდროვეს ერთ სივრცეში.

მდებარეობა რუკაზე

{ACF:latitude}
{ACF:longitude}

878 850
$
9 450 / მ²

ფართი: 93 კვ.მ

დაუკავშირდით აგენტს

გაზიარება