4 თვიანი კლების შემდეგ, მაისში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,437 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იან ზრდას ნიშნავდა. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით, ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-იან ზრდას აჩვენებს. რა ტენდენციებია ბაზარზე და როგორ უყურებს სექტორი სტატისტიკის მიღმა არსებული რეალობას?