საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე RE/MAX – ი უკვე 9 წელია რაც ოპერირებს. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბრენდის 50 წლიან პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილების დანერგვით, რე/მაქს საქართველო მიზნად ისახავს უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საბროკერო ოფისების მომსახურეობა. რე/მაქსის წარმატებული ბიზნეს მოდელი, განათლების ეფექტური სისტემა, გლობალური თანამშრომლობის ქსელთან ერთად, საუკეთესო შესაძლებლობაა უძრავი ქონების სფეროში ინვესტირების და დასაქმების მსურველთათვის, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირთათვის, გამოცდილი პროფესიონალების მომსახურეობით სარგებლობის საუკეთესო არჩევანი.
RE/MAX -ის გლობალური ქსელი მოიცავს 110-ზე მეტ ქვეყანას, 141,998 უძრავი ქონების სპეციალისტს, 8,964 ოფისს.
ჩვენი მომხმარებლები:
- მეწარმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ვისაც სურთ ინვესტირება რე/მაქსის ფრენჩაიზინგში. რე/მაქს საქართველო სთავაზობს მომავალ ბროკერ/მესაკუთრეებს რე/მაქსის ქოლგის ქვეშ განავითარონ საკუთარი საბროკერო ოფისები დამოუკიდეველი მართვის შენაჩუნებით;
- ფიზიკური პირები, გაყიდვების სპეციალისტები, ვისაც სურთ განავითარონ ინდივიდუალური ბიზნესი ჩვენი საბროკერო ოფისების ქსელში ბროკერ/მესაკუთრეებთან ექსკლუზიური პარტნიორობის პირობებში;
- უძრავი ქონების შეძენა/გასხვისება/ქირავნობა/გაქირავებით დაინტერესებუი ფიზიკური და იურიდიული პირები.
RE/MAX საქართველოს ოფისები და მათი კლიენტები სარგებლობენ მრავალი უპირატესობით.
RE/MAX გლობალური ქსელის წყალობით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იყიდოს, გაყიდოს ან იქირაოს უძრავი ქონება 110-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც კომპანია მუშაობს (სრული სია შეგიძლიათ იხილოთ https://global.remax.com ან https://www.remax-georgia.ge ). ჩვენი ბროკერების და აგენტების დახმარებით მომხმარებელი სწრაფად და ეფექტიანად ზოგავს საკუთარ დროს და ფინანსურ რესურსს, ყველა იმ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, რაც უცხო ქვეყანაში უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის პროცედურასთან არის დაკავშირებული.
RE/MAX – ის სისტემა ეფუძნება მის უნიკალურ კონცეფციას – Win-Win – ურთიერთსარგებლიანი პარიტეტული თანამშრომლობა ბროკერებსა და მათ აგენტებს შორის, კლიენტსა და უძრავი ქონების სპეციალისტს შორის. ჩვენთან ყველა მხარე გამარჯვებულია.
მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელსაც RE/MAX – ის აგენტებთან მუშაობა გვთავაზობს, არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისების მიღება. კომპანია ფოკუსირებულია უძრავი ქონების ინდუსტრიის, განსაკუთრებით მის ქსელში გაწევრიანებული გაყიდვების სპეციალისტების განათლებაზე, რათა ისინი გასცდნენ უბრალო უძრავი ქონების აგენტის სტატუსს და გახდნენ მომხმარებლის ჭეშმარიტად საიმედო და საჭირო პარტნიორები.
RE/MAX – ის ქსელში გაწევრიანებული უძრავი ქონების ოფისების ყველა წევრი, ბროკერ/მფლობელიდან აგენტებამდე, გადის სავალდებულო სპეციალიზებულ კურსებს RE/MAX აკადემიაში. სადაც ისინი ეცნობიან სიახლეებს და ტენდენციებს უძრავი ქონების ბაზარზე, ავითარებენ ცოდნის დონეს ამ სფეროში, სხვადასხვა სპეციალური ტრენინგების მეშვეობით, სწავლობენ ეფექტური ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას ქონების პოპულარიზაციისთვის.
ჩვენი გაყიდვების სპეციალისტები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ RE/MAX – ის მიერ დამტკიცებული უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსის საფუძველზე.
რემაქს საქართველოს ერთ-ერთი მიზანია უძრავი ქონების აგენტზე საზოგადოების აზრის შეცვლა, რაც მიიღწევა მხოლოდ განათლებისა და აგენტის პროფესიული დონის ამაღლების გზით, მოქალაქეების ინფორმირებასთან ერთად პროფესიონალ უძრავი ქონების აგენტებთან მუშაობის უპირატესობების შესახებ.
კონსულტაცია, განათლება და მუდმივი მხარდაჭერა – RE/MAX საქართველოს მიერ შემოთავაზებული სარგებელია ყველა იმ მეწარმისთვის, ვინც ჩვენ ქსელს შემოუერთდება
RE/MAX სისტემას მრავალი სარგებელი მოაქვს მათთვის, ვინც ასოცირდება ამ ბრენდთან. ბროკერ/მფლობელები და მათი აგენტები მუდმივ მხარდაჭერას იღებენ მასტერ ფრენჩაიზორისგან, რათა მათ განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.
ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, ფაქტობრივი ოფისის გახსნამდე, RE/MAX საქართველო სთავაზობს კონსულტაციას და მხარდაჭერას ნებისმიერ მეწარმეს, რომელსაც სურს განავითაროს საკუთარი ბიზნესი უძრავ ქონებაში, ბრენდის ქოლგის ქვეშ. ფრენჩაიზერი უზრუნველყოფს ახალი გუნდის წევრების წვდომას დარგის სპეციალიზებულ განათლებაზე, საერთაშორისო ღონისძიებებზე. ფრენჩაიზერი არის შუამავალი ბროკერსა და კოლეგებს შორის გლობალურ ქსელში.
„როდესაც RE/MAX-ით იწყებ შენს ბიზნესს, უკვე გამორჩეული ხარ – შენს უკან დგას ძლიერი ბრენდი , სანდო რეპუტაცია და ცნობადობა, რომელიც მძლავრი ბერკეტია წარმატებული ბიზნესისთვის. საქმიანობას იწყებ აწყობილ სისტემაში, როგორც უძრავი ქონების მსოფლიო ლიდერის გუნდის ნაწილი“ ,
– ამბობს მამუკა სხვიტარიძე RE/MAX საქართველოს პრეზიდენტი.
სხვა ქვეყნებში ბრენდის განვითარების გამოცდილების გათვალისწინებით, RE/MAX-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოკლე დროში კომპანია გახდება საქართველოს რესპუბლიკის ბაზარზე ტოპ მოთამაშე.
იყავი ლიდერი უძრავი ქონების საკონსულტაციო სეგმენტში. მასტერ ფრენჩაიზორის RE/MAX საქართველო განვითარების გეგმა მიზნად ისახავს გახსნას მრავლობითი საბროკერო ოფისი, მოიზიდოს საუკეთესო უძრავი ქონების სპეციალისტები, განავითაროს ადგილობრივი ქსელი, უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ტექნოლოგია, პოპულარიზაცია და ბრენდინგი, რითაც ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას უძრავი ქონების საბროკერო ინდუსტრიაში.
თუ გაქვთ სამეწარმეო სულისკვეთება ან ბიზნეს გამოცდილება და გსურთ შეუერთდეთ მსოფლიო ლიდერს უძრავი ქონების საბროკერო ბიზნესში, RE/MAX საქართველო არის თქვენი საიმედო პარტნიორი წარმატებისთვის. კონცეფციიდან ოფისის გახსნამდე და თქვენი RE/MAX ბროკერ/მფლობელის მუშაობის განმავლობაში , თქვენ იღებთ ყველა საჭირო მხარდაჭერას და ინფორმაციას. პირველი ნაბიჯი თქვენზეა, დაგვიკავშირდით აქ!