გაყიდე ან იყიდე ბინა RE/MAX Realty Park – ის გამოცდილ აგენტებთან.
ისარგებლე პროფესიონალური საბროკერო მომსახურეობით და გაიმარტივე უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვის რთული პროცესი.
ჩვენი გამოცდილი ბროკერები უზრუნველყოფენ უსაფრთხო, გამჭვირვალე და მაქსიმალურად მომგებიან შედეგს, როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველი მხარისთვის.
ბინის/სახლის გაყიდვა შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას, მოთმინებასა და თანამიმდევრულად დაგეგმილ აქტივობას მოითხოვს მესაკუთრისგან. მხოლოდ ინტერნეტ პორტალებზე ინფორმაციის გავრცელება და ხელოვნური ინტელექტი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სწრაფად და მომგებიანად გაყიდო შენი ქონება. ხშირ შემთხვევაში გაყიდვის პროცესი სტრესთან არის ასოცირებული, რადგან, მისი სწორად წარმართვა, შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების ერთობლიობას საჭიროებს.
რე/მაქს რეალთი პარკის აგენტები ფლობენ საკმარის ცოდნას, გამოცდილებას, უნარსა და ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ბინის/სახლის გაყიდვის პროცესი კომფორტული გახდეს მესაკუთრისთვის
ჩვენ დაგეხმარებით:
-
სწორად განსაზღვროთ ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები თბილისის უბნების შესაბამისად :
-
სწორად განსაზღვროთ გასაყიდი ბინის/სახლის საორიენტაციო ფასი
-
სწორად განათავსოთ გასაყიდი ბინის/სახლის განცხადება
-
სწორად შეარჩიოთ მყიდველთა მიზნობრივი აუდიტორია, გეოგრაფია და დაგეგმოთ სწორი მარკეტინგული კამპანია რე/მაქსის ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით
-
ეფექტურად მართოთ კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ლიდებთან სწორად აწარმოოთ მოლაპარაკება პოტენციურ მყიდველთან
-
სწორად და უსაფრთხოდ დახუროთ გარიგება