Investment Opportunites

Price on request

Investment Opportunites

სულ კვ.მ

220000

სახლის ფართი

0

დეტალური ინფორმაცია

გასაყიდი მიწა მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მეღვინეობით სახელგანთქმული კახეთის რეგიონის გულში. ადგილმდებარეობა კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობებით გარშემორტყმული ტურისტული მიზიდულობის ცენტრია, რომელიც ქინძმარაულის მიკროზონას განეკუთვნება და ვენახისთვის სუკეთესო ტერიტორიად ითვლება.

გასაყიდი მიწა ადვილად მისადგომია. მთავარი გზიდან 300 მეტრში მდებარეობს. მისი ფართობი 21,8 ჰექტარია (218 000 კვადრატული მეტრი) და ყურადღებას იქცევს თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით და მის ირგვლივ ბუნებრივად ჩამოყალიბებული საუცხოო ხედებით.

ჩრდილოეთიდან იშლება ხედი კავკასიონის მთებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მიწა ესაზღვრება მშვიდ მდინარე შორახევს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით გომბორის მთები ქმნიან ბუნებრივ საზღვარს.

ქონება წარსულში ფერმერულ მეურნეობას წარმოადგენდა. ეს იყო შერეული ტიპის მეურნეობა, სადაც მესაქონლეობა, თევზის და ბაღჩეული კულტურების მოშენება იყო ძირითადი საქმიანობა.

ტერიტორიაზე ხუთი ურთიერთდაკავშირებული ხელოვნური წარმოშობის ტბაა, რაც წყლის დონის მარტივად რეგულირების საშუალებას იძლევა. ოთხი ტბა მიმდებარე მდინარისა და ადგილზე არსებული ჭებიდან იკვებება, ხოლო მეხუთე – ბუნებრივი ნაკადით.

ორ ტბას შორის თვალწარმტაცი ატმის ხეივანია გაშენებული. ტერიტორიაზე ზეთისხილის ხეები ხარობს. შემორჩენილია შენობა-ნაგებობები, რომელიც აღჭურვილია როგორც მსხვილფეხა რქოსანი, ასევე წვილფეხა პირუტყვისთვის. ფერმის ნაგებობები მოიცავს სათავსოებს, სამზარეულოს, დაცვის ოთახებს და აბაზანას შხაპით. ამ ადგილას ასევე ძველი საცხოვრებელი შენობის მომხიბვლელი ნანგრევებია.

მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურა და საინჟინრო კომუნიკაციები გამართულია. მიწას აქვს 7ჭაბურღილი, რომელთა სიღრმე მერყეობს 75-დან 105 მეტრამდე. 6 ჰა აღჭურვილია სტაციონარული წვეთოვანი სარწყავი სისტემით. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობილია ელექტროტრანსფორმატორი, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო ელექტრომომარაგებას.

მდებარეობა რუკაზე

{ACF:latitude}
{ACF:longitude}

Price on request

ფართი: 220000 კვ.მ

სახლის ფართი: 0 კვ.მ

დაუკავშირდით აგენტს

Mariam Surguladze

Mariam Surguladze

RE/MAX Realty Park

აგენტის გვერდი

გაზიარება