იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დუშეთის რაიონში საშაბუროში,ზღვის დონიდან 790 მეტრზე, ბაზალეთის პლატოზე. თბილისის გასასვლელიდან 30 წუთის სავალზე, 7 წუთის დაშორებით (მანქანით) ბაზალეთის ტბიდან.
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 1,5-ის გზაზე, ლაზვიანთხევის აყოლებაზე, დასახლებაში, ნაკვეთამდე მისასვლელი გზა გამზადებულია მოსაასფალტებლად, მიყვანილია ბუნებრივი აირი, წყალი (მარაგდება სოფელი საკუთარი “წყალშემკრებიდან” შეუფერხებლად),ელ.ენერგია. ნაკვეთი გზის პირიდან ოდნავ დამრეცია, ქვემოთ სწორი,დარგულია კაკალი,შვინდი, ჭანჭური.