Villa for sale in Kakheti

იყიდება მაღალი ხარისხით აშენებული, სასტუმროს ტიპის ვილა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ავთენტურ სოფელში კისისხევში, მსოფლიოში ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანიის შუხმანის ღვინის სახლის ტერიტორიაზე. ინვესტიციისთვის იდეალური ობიექტი უძრავი ქონება, რომელიც არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ მუდმივი შემოსავლის წყაროდაც გამოდგება. ვილა გამოირჩევა ძველებური ქართული დიზაინით და სრულად არის აღჭურვილი მაღალი სტანდარტების შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით. […]