იყიდება კომერციული კომერციული ფართი ექსკლუზივი აქტიური
საინვესტიციო ქონება
შეთავაზების ღირებულება
ფასი მოთხოვნით





+28 ფოტო

1 / 33
შეთავაზების ღირებულება
ფასი მოთხოვნით
იყიდება ექსკლუზივი კომერციული ფართი აქტიური
საინვესტიციო ქონება
ფართობი
220 000 მ²
ტიპი
კომერციული ფართი
კატეგორია
კომერციული
ოთახები
1 ოთახი
უბანი
Akhalsopeli
გარიგება
იყიდება
აღწერა და დეტალები
გასაყიდი მიწა მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მეღვინეობით სახელგანთქმული კახეთის რეგიონის გულში. ადგილმდებარეობა კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობებით გარშემორტყმული ტურისტული მიზიდულობის ცენტრია, რომელიც ქინძმარაულის მიკროზონას განეკუთვნება და ვენახისთვის სუკეთესო ტერიტორიად ითვლება.
გასაყიდი მიწა ადვილად მისადგომია. მთავარი გზიდან 300 მეტრში მდებარეობს. მისი ფართობი 21,8 ჰექტარია (218 000 კვადრატული მეტრი) და ყურადღებას იქცევს თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით და მის ირგვლივ ბუნებრივად ჩამოყალიბებული საუცხოო ხედებით.
ჩრდილოეთიდან იშლება ხედი კავკასიონის მთებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მიწა ესაზღვრება მშვიდ მდინარე შორახევს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით გომბორის მთები ქმნიან ბუნებრივ საზღვარს.
ქონება წარსულში ფერმერულ მეურნეობას წარმოადგენდა. ეს იყო შერეული ტიპის მეურნეობა, სადაც მესაქონლეობა, თევზის და ბაღჩეული კულტურების მოშენება იყო ძირითადი საქმიანობა.
ტერიტორიაზე ხუთი ურთიერთდაკავშირებული ხელოვნური წარმოშობის ტბაა, რაც წყლის დონის მარტივად რეგულირების საშუალებას იძლევა. ოთხი ტბა მიმდებარე მდინარისა და ადგილზე არსებული ჭებიდან იკვებება, ხოლო მეხუთე - ბუნებრივი ნაკადით.
ორ ტბას შორის თვალწარმტაცი ატმის ხეივანია გაშენებული. ტერიტორიაზე ზეთისხილის ხეები ხარობს. შემორჩენილია შენობა-ნაგებობები, რომელიც აღჭურვილია როგორც მსხვილფეხა რქოსანი, ასევე წვილფეხა პირუტყვისთვის. ფერმის ნაგებობები მოიცავს სათავსოებს, სამზარეულოს, დაცვის ოთახებს და აბაზანას შხაპით. ამ ადგილას ასევე ძველი საცხოვრებელი შენობის მომხიბვლელი ნანგრევებია.
მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურა და საინჟინრო კომუნიკაციები გამართულია. მიწას აქვს 7ჭაბურღილი, რომელთა სიღრმე მერყეობს 75-დან 105 მეტრამდე. 6 ჰა აღჭურვილია სტაციონარული წვეთოვანი სარწყავი სისტემით. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოწყობილია ელექტროტრანსფორმატორი, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო ელექტრომომარაგებას.
ძირითადი მახასიათებლები
განცხადების ID
#105003021-3675
გარიგების ტიპი
იყიდება
ქონების ტიპი
კომერციული ფართი
საერთო ფართობი
220 000 მ²
მიწის ნაკვეთი
220 000 მ²
სულ ოთახები
1
განთავსების თარიღი
23 ნოემბერი, 2025
კეთილმოწყობა და უპირატესობები
მდებარეობა რუკაზე
ლოკაცია და შემოგარენი
ახალსოფელი, ყვარელი, Akhalsopeli, ყვარელი
რუკა იტვირთება...
ზუსტი GPS კოორდინატები: 41.948016, 45.814550RE/MAX Realty Park MLS
მსგავსი შეთავაზებები
ქირავდება
$3,004
(7838 ₾)
დიღმის მასივი
144 მ²
იყიდება
$304,948
(795 762 ₾)
იყიდება კომერციული ფართი გლდანში
გლდანი
163 მ²
იყიდება
ფასი მოთხოვნით
იყიდება კომერციული ფართი ნაძალადევში
ნაძალადევი
5 348 მ²